ოთხშაბათი
2024-04-24
0:30 AM
მთავარი
all for you მოგესალმები Guest | RSS რეგისტრაცია
შესვლა
სექციის კატეგორიები
თამაშები
პროგრამები
ფილმები
სურათები
ვიდეო
ვიდეოგაკვეთილი
სხვა...
მობილური
ვინდოუსები
მუსიკა
counter strike
+18

მინი-ჩეთი
500

საიტის მეგობრები
შენი საიტი აქ 

რეკლამა

მთავარი » 2010 » ივლისი » 7 » GooGle earth. 5 [Finished]
3:44 PM
GooGle earth. 5 [Finished]


ალბათ ყველას გქონიათ შეხება ამ პროგრამასთან და ყოფილა საჭიროება მისი მოხმარებისა. Google Earth (ინგლ. Earth — დედამიწა) — კომპანია გუგლის პროექტი, რომლის მეშვეობით ინტერნეტში მოთავსდა დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტური ფოტოსურათები. ზოგიერთი რეგიონის სურათები უკიდურესად მაღალი სიმკვეთრისაა. ეს პროგრამა თავდაპირველად კომპანიამ Keyhole გამოუშვა, რომელიც მოგვიანებით გუგლმა იყიდა და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. არსებობს ასევე ფასიანი ვერსიები Google Earth Pro და Google Earth Plus, რომლებშიც GPS ნავიგაციის მხარდაჭერა, პრეზენტაციის საშუალება და ბეჭდვის მაღალი ხარისხია ჩართული.

ქუჩების დათვალიერება 2008 წლის 15 აპრილს Goolge earth-ის კომპანიამ 4.3 ვერსიაში შესაძლებელი გახადა შემდეგ ქვეყნებში: აშშ (ამერიკის შეერთებული შტატები) , ავსტრალია, ახაი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია.

"მომავალში ჩვენ ვაპირებთ 25 ქვეყნის აღწერას, ზუსტი დროის დასახელებისგან თავს ვიკავებთ რადგან ყოველივე ეს დაკავშირებულია დიდ დროსთან და ხარჯებთან" - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ხოლო 2007 წლის 25 მაისს ჯერ კიდევ ძალიან ადრე ამ ფუნქციის დამატებამდე, არსებობდა სამ განზომილებიანი გამოსახულებები პროგრამაში, კერძოდ ეს გახლდათ პანორამა ნახვა, სადაც შეგეძლოთ მხოლოდ ცნობილი ქვეყნების ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება სამ-განზომილებიან გამოსახულებებში. ახალი ადგილების დამატება კი ხდება სამ თვეში ერთხელ, როდესაც Google Earth-ის ჯგუფი ანახლებს პროგრამის ვერსიას.
ქუჩების აღწერა ხდება მანქანით რომელიც შექმნილი და მოწყობილია სპეციალურად სამ-განზომილებიანი გამოსახულებისთვის.

ოკეანე
2009 წლის 15 თებერვალს უკვე შესაძლებელი გახდა წყალქვეშა სამყაროსა და მისი ბინადრების დათვალიერება (გარკვეულ ადგილებში), რომელიც ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს,

დრო
ბოლო განახლების დროს დაამატეს ფუნქცია, რომელიც მთავარ უნიკალურ ფუნქციად შეიძლება ჩაითვალოს, კერძოდ, საშუალება გეძლევათ ნახოთ თქვენს მიერ არჩეული ადგილის ძველი კოსმოსური გამოსახულება. ( ჯერჯერობით 1991 წლიდან დღემდე)


ფრენის სიმულატორი
მულტინფუნქციურ პროგრამაში.ბოლო (ამჯამად) ვერსიაში კიდევ უფრო დაიხვეწა საფრენი სიმულატორის გამოყენება. კომბინაციით Control+Alt+A, გამოიტანთ "ფანჯარას" სადაც უნდა აირჩიოთ ორი დან ერთ-ერთი თვითმფრინავი (F-16 და SR-22) ამის შემდეგ თქვენ ავტომატურად ჩაგერთვებათ სიმულატორი და გეძლევათ შანსი იმოგზაურებთ მსოფლიოს გარშემო, რეალურ დროში.

კოსმოსი
ეს არის პროგრამის ის ერთადერთი ფუნქცია რომელსაც ქმნის სულ სხვა ჯგუფი ამ კომპანიის თანამშრომლებისა, რომელის ყველაზე რთულ სისტემას წარმოადგენს, რომელიც დიდი ხანია ფუნქციონირებს სხვა დანარჩენისგან განსხვავებით. თქვენს ხელშია ვირტუალური ტელესკოპი რომლითაც დაათვალიერებთ მთელ კოსმოსს, და ყველა პლანეტას. შეიძლება გამოვყოთ პლანეტა მარსი რომელიც სულ მალე შეიძლება გაუტანაბრდეს დედამიწას რუკის გაფართოებით.

Google Earth 5.0 –ის გამოსვლის შემდეგ ცოტა დრო გავიდა და მისმა შემქმნელებმა ეს პოპულარული პროექტი უკვე განაახლეს. ცვლილებები შეეხო მარსს. ახლა შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებელია შევისწავლოთ წითელი პლანეტის როგორც ასწლოვანი რუკები, ასევე უახლესი კოსმოსური ტექნიკის მიერ მიღებული სურათები.

სიახლის საშუალებით შესაძლებელია, თვალი ვადევნოთ მარშრუტებსა და გავეცნოთ სხვადასხვა კოსმოსური აპარატების ფრენებს, რომლები მიემართებიან მარსზე. აგრეთვე არსებობს შესაძლებლობა პლანეტის ზედაპირის დათვალიერებისას სასურველი ადგილის გადიდების. მაგალითად, გახმაურებული გიგანტური სახის გამოსახულების. გაჩნდა აგრეთვე აუდიოტურები, რომლებიც თან ახლავს ვირტუალურ ტურისტებს მარსის გარშემო მოგზაურობისას. შესაძლებლობების დემონსტრაციისათვის შექმნილია ვიდეოინსტრუქცია. ამგვარად, ავტორები ძალიან აქტიურად მუშაობენ Google Earth–ის მარსიანული ნაწილის შესახებ ინფორმაციის შევსებაზე.

სამ-განზომილებიანი შენობა-ნაგებულებები.

აჩვენებს მხოლოდ დიდი ქალაქების შენობების 3D გამოსახულებას, ეს ის კატეგორიაა რომლის აგებაც ევალება Google earth-ის ჯგუფს. ხოლო თუ გვსურს გავაკეთოთ და ავაგოთ ჩვენთვის სასურველი შენობა, ამისათვის დაგჭირდებათ პროგრამა Google Sketchup-ი (Google SketchUp - პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ ბინის სამგანზომილებიანი პროექტი, ინტერნეტ დიზაინი, არქიტექტურული ობიექტები და სხვა. Google SketchUp-ის დახმარებით თქვენ შეძლებთ დაამატოთ ახალი დეტალები, ტექსტურები და ნებისმიერი რამ თქვენს მოდელს.)

Goolge earth-ის მე-5 ვერსიაში , პროგრამას აქვს 38 ენის მხარდაჭერა.

Arabic Bulgaian Catalan Chinese (Traditional) Chinese (Simplified) Croatian Czech Danish Dutch English (American) English (Britain) Filipino Finnish French German Greek Hebrew Hindi Hungarian Indonesian Italian Japanese Korean Latvian Lithuanian Norwegian Polish Portuguese (Portugal) Portuguese (Brazil) Romanian Russian Serbian Slovak Slovenian Spanish (Spain) Spanish (Latin America) Swedish Thai Turkish Ukranian Vietnamese

ამ ყველაფერს საბოლოოდ თავი მოეყარა ამ ვერსიაში.

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები:

პენტიუმ 3, 500 MHz 128 მბ RAM
ზომა: 12.7 მბ, თავისუფალი ადგილი (400 მბ ლინუქსისათვის)
ინტერნეტის სიჩქარე: 128 კბ/წ
16 მბ 3D-გრაფიკული კარტის მხარდაჭერა
გაფართოება 1024x768, 16-ან უფრო მაღალი სიმკვეთრის ფერები.
Windows XP ან Windows 2000, Windows Vista, Linux and Mac OS X


HTML Code
BB-Code
სიახლის ლინკი .
კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 1330 | დაამატა: ZUCK | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ავტორიზაცია

მთვლელი
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტზე ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

რეკლამა



designed by ZuCk